Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თავდაცვის სამინისტრო: კრწანისის სასწავლო ცენტრზე ‘თავდასხმისას’ ერთი პირი დაიღუპა
Civil.ge
24 October 2016, 17:05

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამი პირის „უკანონოდ შეჭრისას“ მათი მიმართულებით გუშაგის გასროლას ერთი მათგანი ემსხვერპლა.

სამინისტროს ინფორმაციით, კრწანისის ცენტრში ავტოპარკის ტერიტორიაზე განწესში მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ 23 ოქტომბერს, „დაახლოებით 03:30 საათზე, დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი“.

„მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ადგილზე სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ ტერიტორიის დათვალიერებისას, სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა 23 წლის მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია და ის ერთ-ერთია იმ სამიდან, ვინც კვირას გამთენიისას სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე „შეიჭრა“.

ოჯახი, რომლის ინფორმაციითაც, გარდაცვლილს ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი, ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. ასევე მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც მომხდარის შესახებ მოკლე ცნობა პირველად 23 ოქტომბერს გაავრცელა, მომდევნო დღეს კი დამატებითი განცხადება გამოაქვეყნა მეტი დეტალით. თუმცა, არცერთ განცხადებაში „თავდასხმის“ შესაძლო მოტივზე საუბარი არ არის.

კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, ასევე ფუნქციონირებს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილებიდან ამოღებულ საგნებს შორის არის „მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74 მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა“.

„გამოძიება ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში იტყვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, რომლის შეფასებითაც, დაცულ სასწავლო ცენტრში „უკანონოდ შეჭრის“ დროს "გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით“.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი